Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709892&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ სამშენებლო პროექტის მენეჯერს სიონის პრემიალური დასასვენებელი კომპლექსისათვის.

მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** პროექტის სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, დასრულება) დადგენილ ვადებში, ბიუჯეტსა და ხარისხობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში;
** პროექტის გეგმის, გრაფიკისა და ბიუჯეტის შემუშავება, მონიტორინგი;
** ეფექტური კოორდინაცია პროექტში ჩართულ მხარეებთან: სასტუმროს ბრენდი/ოპერატორი, დამკვეთი, არქიტექტორები, დიზაინერები, ინჟინრები, კონტრაქტორები, ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტები;
** ბრენდის (სასტუმროს ოპერატორის) მოთხოვნებისა და სტანდარტების ინტეგრირება პროექტში;
** ტექნიკური და სამშენებლო დოკუმენტაციის რევიზია;
** პროექტის ძირითადი რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, რეაგირება და მართვა;
** კონტრაქტორებისა და კონსულტანტების შერჩევის პროცესში მონაწილეობა: სატენდერო წინადადების მომზადება, განხილვა, მოლაპარაკებები და კონტრაქტორებთან შეთანხმება;
** კონტრაქტების მართვა, ცვლილებების კონტროლი;
** შესაბამის უწყებებთან სანებართვო და სალიცენზიო პროცედურების კოორდინირება;
** პროექტის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება (მათ შორის სტატუს-რეპორტები მენეჯმენტისთვის და დამკვეთებისთვის);
** რეგულარული საიტ-ვიზიტები და სამუშაოების წარმოების მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** კომპლექსური პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს განვითარების პროექტებზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილებას;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია