|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 აპრილი
|
კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის ორგანიზება და დამოუკიდებლად მართვა
** საბუღალტრო აღრიცხვის პროცესების გამართვა ნულიდან და მათი სისტემური ადმინისტრირება
** საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და დროული წარდგენა
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების სრულყოფილი ასახვა
** იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა
** უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების კონტროლი და ასახვა
** საბანკო ოპერაციების მართვა, მათ შორის სასესხო ან საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებული კომუნიკაცია
** ხელშეკრულებების საბუღალტრო და ფინანსური კუთხით გადამოწმება
** სახელფასო პროცესის ადმინისტრირება
** საკადრო დოკუმენტაციის ადმინისტრირებაში მონაწილეობა: შრომითი ხელშეკრულებები, შვებულებები, მივლინებები, დროებითი შრომისუუნარობის პერიოდები
** მჭიდრო თანამშრომლობა მენეჯმენტთან ფინანსური კონტროლისა და ბიზნეს-პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით
** მთავარი ბუღალტრის ან უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია გამოცდილება მცირე ან საშუალო ზომის კომპანიაში, სადაც კანდიდატი დამოუკიდებლად მართავდა სრულ საბუღალტრო ციკლს
** სასურველია გამოცდილება საბითუმო ვაჭრობის სექტორში
** იმპორტის, ექსპორტის და უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვის პრაქტიკული გამოცდილება
** 1C-ის, ERP ან სავაჭრო მოდულებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის, შრომითი ურთიერთობების და საბუღალტრო სტანდარტების კარგი ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პატიოსნება, ორგანიზებულობა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: tclcaucasus@tuta.io. სათაურის ველში მიუთითეთ: "მთავარი ბუღალტერი".
|
|
|
|