Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** სამიზნე კლიენტებთან მუშაობა, მათ შორის საპროექტო ორგანიზაციებთან, სამონტაჟო კომპანიებთან, დეველოპერებთან, სამშენებლო და საინჟინრო ორგანიზაციებთან
** მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების შესრულებამდე
** შეკვეთების, მიწოდების პროცესისა და დებიტორული დავალიანების კონტროლი
** ბაზრის, კონკურენტების და კლიენტების საჭიროებების მონიტორინგი
** კომპანიის პროდუქციის მიმართ სტაბილური ინტერესის შენარჩუნება ბაზარზე
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B სექტორში
** სასურველია გამოცდილება HVAC, საინჟინრო სისტემების, ან ტექნიკური აღჭურვილობის გაყიდვებში
** HVAC ან საინჟინრო ტექნიკის ბაზრის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** მოლაპარაკებების წარმოების პრაქტიკული გამოცდილება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მუშაობის უნარი
** კომერციული შეთავაზებების, ხელშეკრულებების და კლიენტთან კომუნიკაციის მართვის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** შედეგზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა და აქტიური სამუშაო სტილი
** ტერიტორიულ გაყიდვებზე და კლიენტებთან აქტიურ ვიზიტებზე მზადყოფნა
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: tclcaucasus@tuta.io. სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე