|
დასახელება:
ბრენდ ამბასადორი
|
| მომწოდებელი:
ERC
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 აპრილი
|
შპს "ERC Distribution Georgia" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2019 წლიდან. მისი საქმიანობის სფეროა კომპიუტერული ტექნიკით და აქსესუარებით, საოჯახო ტექნიკით, საოფისე და საოჯახო საქონლით საბითუმო ვაჭრობა.
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://erc-distribution.ge/
შპს "ERC Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განლაგება
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა
** მაღაზიაში პროდუქციის ფასის კონტროლი
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის მახასიათებლებისა და გამოყენების წესის შესახებ კონსულტაციის გაწევა, აგრეთვე პროდუქციის გაყიდვის პროცესში აქტიური მონაწილეობა.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:
** გრაფიკი: 11:00-20:00
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით
** ფიქსირებული ხელფასი: 800 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით (პრიორიტეტულია ტექნიკის სფერო)
** კომუნიკაბელურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
** გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე hr.sakartvelo@erc.international და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ამბასადორი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|