|
დასახელება:
კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 აპრილი
|
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს კვებისა და სასმელების დეპარტამენტის სრული სტრატეგიული და ოპერაციული მართვა
** რესტორნის, ჯაზ-ბარის, ლობი- ბარისა და ველნეს ბარის სამუშაო პროცესების ორგანიზება
** მომსახურების სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და შესრულების კონტროლი
** დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და ფინანსური ანალიზი
** შემოსავლების ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგიული დაგეგმვა
** მენიუს კონცეფციის განვითარებაში მონაწილეობა, სეზონური და სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა
** მარაგების, შესყიდვების, მომწოდებლებისა და ინვენტარიზაციის მართვა
** დეპარტამენტის სტრუქტურის დაგეგმვა და ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა
** პერსონალის შერჩევა, პროფესიული განვითარება და მუშაობის შედეგების შეფასება
** სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების დანერგვა
** ბანკეტებისა და ღონისძიებების ოპერაციული კოორდინაცია ბიზნეს მიზნების შესაბამისად
** სასტუმროს მენეჯმენტისთვის რეგულარული ოპერაციული და ფინანსური ანგარიშგება
** მომსახურების სტანდარტების რეგულარული ტრენინგი და პერსონალის აქტიური გადამზადება
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სასტუმრო/რესტორნის მენეჯმენტის მიმართულებით)
** სასტუმროში კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება
** F&B ოპერაციული და ფინანსური პროცესების სიღრმისეული ცოდნა
** ბიუჯეტირებისა და ფინანსური კონტროლის პრაქტიკული გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, POS სისტემები)
კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებისა და სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
|
|
|
|