|
დასახელება:
მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მედკაპიტალი
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 აპრილი
|
შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში და პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორულ მომსახურებას. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.
პოზიციის დასახელება: მენეჯერი;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის წარმართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების ზედამხედველობა, შესაბამისი ანალიტიკის წარმოება და კლინიკის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;
** სამედიცინო დაწესებულებებისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ უწყებებთან ურთიერთობა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეპორტინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის საქმის დელეგირება და შესრულების მონიტორინგი;
** ოპერაციული პროტოკოლებისა და პროცედურების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის, მათ შორის, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოების და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების აღრიცხვის წარმოება/წარმოების მონიტორინგი, კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად;
** კვარტლური და წლიური ანგარიშების წარდგენა დირექტორთან;
** დაქვემდებარებაში არსებული ობიექტის მატერიალური ფასეულობების, თანხების უსაფრთხოებისა და ინკასაციის სათანადო სტანდარტების დაცვა;
** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის შედგენა და დისციპლინის მონიტორინგი;
** თანამშრომელთა მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და შესაბამისი სამუშაო ფორმით მუშაობის მონიტორინგი;
** სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და ლიცენზიების/ სერთიფიკატების ვადების მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამედიცინო და/ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
სხვა უნარ-ჩვევები:
** ეფექტრური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@Medcapital.ge, 2026 წლის 23 აპრილის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|