Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709795&print=yes&view=jobs
 
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
მომწოდებელი: რედ განეში
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
შპს "რედ განეშ" აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის სპეციალისტის პოზიციაზე!

კომპანია "რედ განეშ" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. კომპანია თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალის ქუჩა 43
** ანაზღაურება: 2000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების მასშტაბით შემოვლების წარმოება;
** კომპანიაში არსებული ISO 9001 და ISO 22000 სტანდარტების შესაბამისი სისტემების კონტროლი;
** წარმოების მასშტაბით გაწერილი ტექნოლოგიური პროცესების დაცვის ზედამხედველობა;
** მანქანა-დანადგარების, საწარმო აღჭურვილობების ჰიგიენური ნომრების დაცვის კონტროლი, რეცხვა-დეზინფექციის პროცედურების მეთვალყურეობა, პროცესების შემოწმება, ჩანაწერების კონტროლი;
** წარმოებისა და მზა პროდუქტების საწყობების მასშტაბით ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი;
** დღის განმავლობაში განხორციელებული შემოვლების შედეგების დოკუმენტურად გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ISO 9001 და ISO 22000 პრინციპების ცოდნა;
** HACCP-ის სისტემების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** დიდ და თანამედროვე საწარმოს გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
** უფასო კვებას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე office@mzamzareuli.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სურსათის უვნებლობის სპეციალისტი"

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია