Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709791&print=yes&view=jobs
 
დირექტორის ასისტენტი/ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი/ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ფეთვერსი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია "ფეთვერსი" ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა. საქმიანობის დასაწყისიდან "ფეთვერსი" საქართველოში წარმოადგენს ცხოველების ჰიპერპრემიუმ კლასის საკვების იტალიურ ბრენდს, Farmina, რომელმაც მალევე მოიპოვა ჩვენი ოთფეხა მეგობრების სიყვარული.

2024 წლიდან "ფეთვერსის" ბრენდების პროფილში Farmina-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობის გარდა, გამოჩნდა ბელგიური პრემიუმ კლასის აქსესუარებისა და ცხოველების მოვლის საშუალებების ბრენდი M-Pets.

კომპანია წლიდან წლამდე იზრდება, 2024 წლიდან, თბილისში, კოსტავას #71-ში, "ფეთვერსის" შოურუმი გაიხსნა, იზრდება სადისტრიბუციო ქსელი, პარტნიორი მაღაზიებისა და ბრენდების რიცხვიც.

ცხოველებზე ზრუნვის კომპანია "ფეთვერსი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტი/ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, მერაბ კოსტავას #71;
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საკითხებში მხარდაჭერა;
** დირექტორის კალენდრის მართვა, შიდა ორგანიზაციული შეხვედრების, ბიზნეს ვიზიტების, მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** დოკუმენტაციის მართვა (ხელშეკრულებები, ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული პროცესები).
** საკანცელარიო, ჰიგიენური და საოფისე ნივთების შესყიდვა და ხარჯების კონტროლი.
** ადმინისტრაციასთან, ბუღალტერთან, ორგანიზაციის ყველა რგოლთან ეფექტური თანამშრომლობა.
** შეხვედრებისა ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მათემატიკური უნარები (Excel)
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა.
** კომუნიკაციის განვითარებული უნარები.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

პირობები და ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე contact@petverse.ge-ზე. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

Petverse-ის პლატფორმა შეიქმნა და გაერთიანდა ერთი, მთავარი მისიის გარშემო: შევქმნათ კომპანიონ ცხოველებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი საქართველოში, რაც განაპირობებს, ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებასა და განვითარებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://petverse.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია