|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ლაზიზი
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 აპრილი
|
შპს "ლაზიზი" — ქართული კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის წარმოების სფეროში.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის, ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ მრავალფეროვან პროდუქციას, რომელიც ყოველდღიურად მზადდება თანამედროვე სტანდარტების დაცვით.
გარდა საკუთარი საკონდიტრო მაღაზიების ქსელისა, "ლაზიზი" აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიებთან და ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით.
შპს "ლაზიზი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერი (B2B) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება.
** თვის ჭრილში გაყიდვების გეგმის შესრულება და კონტროლი.
** შეხვედრების ორგანიზება პოტენციურ პარტნიორებთან.
** არსებულ პარტნიორებთან რეგულარული მონახულება, მათი საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების მომზადება.
** გაყიდვების დოკუმენტაციის (ინვოისების, ხელშეკრულებების და შეთავაზებების) მართვა.
** გაყიდვების ანგარიშგების მომზადება და ბაზრის ანალიზი.
** პროდუქციის და მისი მახასიათებლის ზედმიწევნით ცოდნა.
** მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგის, საწყობის და ფინანსების გუნდთან.
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება საორგანიზაციო საკითხებში.
ვაკანსიის დეტალები:
** განაკვეთი: 5 სამუშაო დღე (შაბათ-კვირას დასვენება)
** ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.
** გამოსაცდელი ვადა 2 თვე - ანაზღაურებადი
მოთხოვნები:
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება კორპორატიულ გაყიდვებში (უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას HORECA სფეროში)
** უცხო ენის ცოდნა სავალდებულოა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, Email, PowerPoint)
** აუცილებელი მოთხოვნა საკუთარი ავტომობილის ფლობა - კომპანია უზრუნველყოფს საწვავს ხარჯს
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციისთვის ნომერზე 593985255 და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 23 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: HR@opium.ge
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|