|
დასახელება:
პროდაქტ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Vegapharm
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 აპრილი
|
ევროპული სამედიცინო კომპანია "ვეგაფარმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პროდაქტ მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** კონკურენტული ბაზრის კვლევა და ანალიზი
** პროდუქტის დეტალური ანალიზი, ინფორმაციის დამუშავება
** სარეკლამო მასალების მომზადება
** პრეზენტაციებისა და კონფერენციების მომზადება, ორგანიზება და ჩატარება
** სამედიცინო წარმომადგენლების ტრენინგი
** ფარმაცევტული საშუალებების პოპულარიზაცია და მარკეტინგი
** გაყიდვების დონისა და ზრდის დინამიკის ანალიზი (სეზონის მიხედვით და ა.შ.)
მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ფარმაცევტულ კომპანიაში
** სამედიცინო მასალების (სამეცნიერო ნაშრომები, სტატიები) მომზადების გამოცდილება
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინფორმაციასთან მუშაობის უნარი (მოძიება, ანალიზი, სტრუქტურირება)
** სამედიცინო თემებზე ბეჭდური მასალების (სტატიები, ბროშურები და ა.შ.) წარმოება
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
წესები და პირობები:
** ხუთდღიანი სამუშაო კვირა
** სამუშაო გრაფიკი 10:00-დან 17:30-მდე
** სამუშაო ხელშეკრულება
** გთავაზობთ მშვიდ სამუშაო გარემოს და ფიქსირებულ ხელფასს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ პოზიცია და გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: nana@vegapharm.com
|
|
|
|