Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709770&print=yes&view=jobs
 
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: ალიუდ იუნიტას ჯორჯია
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
შპს "ალიუდ იუნიტას ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ლიცენზიებთან დაკავშირებული საქმიანობა (სათამაშო ბიზნესი)
** სათამაშო ბიზნესის სფეროში მოქმედი ადგილობრივი და შესაბამისი საერთაშორისო კანონმდებლობის მონიტორინგი და ანალიზი.
** სათამაშო საქმიანობის (ოფლაინ და ონლაინ) ლიცენზიებისა და ნებართვების მიღებასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სათანადო გაფორმების უზრუნველყოფა.
** სათამაშო ბიზნესში საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული რისკების იდენტიფიცირება და მათი მინიმიზაციისთვის წინადადებების შემუშავება.
** სათამაშო საქმიანობის სფეროში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის კოორდინაცია და გამართვა.
** საქართველოს ტერიტორიაზე სათამაშო საქმიანობის პირობების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება, დეტალიზაცია და მათი განხორციელება ასოციაციებთან და აღმასრულებელ ორგანოებთან თანამშრომლობით.
** ადგილობრივი და შესაბამისი საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობის მონიტორინგი და ანალიზი
** საგადასახადო რეგულირების სფეროში აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია და განვითარება.
** კომპანიის HR დეპარტამენტისთვის იურიდიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა
** კომპანიის ინტერესების წარმოდგენა სასამართლოებში, არბიტრაჟში და სხვა სამართლებრივ დავებში.
** პრეტენზიების, დავებისა და სასამართლო პროცესების მართვა კომპანიის მონაწილეობით.
** საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, შემოწმება და მოლაპარაკებების წარმოება, მათი შესაბამისობის უზრუნველყოფით უცხოურ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
** ტრანსსასაზღვრო გარიგებებთან, საერთაშორისო გადახდებთან და უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული იურიდიული რისკების მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მინიმუმ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიულ სფეროში;
** სასამართლო და ადმინისტრაციული დავების წარმოების გამოცდილება;
** სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებთან მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ხელფასის შესახებ შეთანხმება მოხდება გასაუბრების ეტაპზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: jobEclipse@aug.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ალიუდ იუნიტას ჯორჯიას" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზვანეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: jobEclipse@aug.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია