Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709733&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ელენესთან
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
ქართული საოჯახო ტიპის რესტორანი "ელენესთან" 2026 წლის იანვარში გაიხსნა და მომხმარებელს უნიკალურ გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს საავტორო კერძებითა და ქართული კულინარიის გემრიელი ელემენტებით მოდერნიზებულ სტილში. ობიექტი მცირე ზომისაა, სულ 5 მაგიდით წარმოდგენილი. რესტორნის შემქმნელი და შეფ-მზარეული მოყვარული კულინარი ელენეა.

ამჟამად ობიექტი ეძებს გამოცდილ მზარეულს.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა
** შეფ მზარეულის მიერ შემუშავებული მენიუს მიხედვით კერძების მომზადება
** კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი გამზადება დამხმარესთან ერთად
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
** პროდუქციის მარაგების კონტროლი და შეფ-მზარეულისთვის ინფორმაციის მიწოდება

საჭირო უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას.
** სწავლებაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** ღამის საათებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაა ხელმისაწვდომი, ტაქსით უზრუნველყოფა

ანაზღაურება: 1300 ლარი
სამუშაო დრო: თვეში 13 დღე, დღეში 12 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიგა ლორთქიფანიძის 7

გამოსაცდელი ვადა: 1 კვირა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: elenestan.restaurant@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 599 507775.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია