|
დასახელება:
მცხობელი
|
| მომწოდებელი:
ფრანგული კაფე და საცხობი
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 აპრილი
|
ფრანგული კაფე და საცხობი აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლეო კვაჭაძის ქ. N19 (ბრიტანული სკოლის გვერდით, ლისის ტბის მიმდებარედ)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პიცის (სასურველია ნეაპოლიტანური ცომის) ცომის, აჭარული ხაჭაპურის ცომისა და იმერული ხაჭაპურის ცომის მომზადება, დამუშავება და შესაბამისი ფორმით მომზადება;
** გულსართების მომზადება (ლობიანი/ხაჭაპური და სხვა ცომეული);
** ღუმელის ტემპერატურის კონტროლი;
** სამზარეულოში არსებული მარაგის შემოწმება და შესაძენი პროდუქტის სიის შედგენა და მენეჯერისათვის მიწოდება;
** პროდუქტის მიღება, ხარისხის შემოწმება და კონტროლი;
** კერძის მომზადებისას დადგენილი გრამაჟების განუხრელ დაცვა;
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზებულობა, დისციპლინა.
გაითვალისწინეთ, რომ შერჩეულ კანდიდატს ვთხოვთ ადგილზე მოამზადოს რამდენიმე კერძი, რათა უკეთ შევაფასოთ მისი უნარები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: frenchcafe@frenchcafebakery.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვირეკეთ 555 63 84 60 ნომერზე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|