|
დასახელება:
ადმინისტრაციული ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
კანტი
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 აპრილი
|
კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამის დეპარტამენტებში გადამისამართება;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება (დასკანერება, ამობეჭდვა, ბეჭდის დასმა და არქივირება);
** შეხვედრების ოთახის განრიგის ყოველდღიური მართვა და ტაბლოს წარმოება;
** მაგთიკომთან თანამშრომლობა, კორპორატიული ნომრების მართვის კუთხით;
** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მიღება/ჩაბარება და შესაბამისი პროცესების მართვა, მათ შორის:
** ტრენინგების დაგეგმვა;
** სამედიცინო ყუთების აღრიცხვა;
** საჭირო ინვენტარის უზრუნველყოფა;
** მივლინებებთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება (სასტუმროებისა და ავიაბილეთების დაჯავშნა);
** GPS სისტემების ინსტალაციის პროცესის კოორდინაცია; (კომპანიასთან დარეკვა და შეხვედრის ჩანიშვნა)
** საოფისე შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00;
** ანაზღაურება: 1800 ლარი ფიქსირებული, ხელზე ასაღები (პირველი 3 თვე, გამოსაცდელ ვადაზე 1500)
** სამუშაო ლოკაცია: გლდანი, რომან ჭელიძის მე-2 გასასვლელი;
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე მეილზე: hr@kanti.ge
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|