|
დასახელება:
სპეციალური ტექნიკის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს მელიორაცია
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 06 აპრილი
|
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას სპეციალური ტექნიკის ოპერატორის პოზიციაზე დასავლეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სპეციალური ტექნიკის (ავტოგრეიდერი, დამტვირთველი ექსკავატორი და სხვა მძიმე ტექნიკა) გამოყენებით სამუშაოების შესრულება;
** სპეციალური ტექნიკის შემოწმება, გაწმენდა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფა/გამართვა;
** სამართავად გადაცემული სპეციალური ტექნიკის ექსპლუატაციაში შესვლამდე მისი ტექნიკური გამართულობის შემოწმება და მოვლა-შენახვის წესების დაცვა;
** სპეციალური ტექნიკისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური მომსახურების საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შემდგომი ღონისძიებების განხორციელება დადგენილი წესის შესაბამისად;
** სპეციალური ტექნიკისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური დირექტორის, კურატორი დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის, ტრანსპორტის საკითხების კურატორისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სპეციალური/მძიმე ტექნიკის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** ტექნიკის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებისა და ექსპლუატაციის წესების ცოდნა;
** უსაფრთხოების ნორმებისა და შრომის დაცვის წესების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინა და გუნდში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 06.04.2026
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სპეციალური ტექნიკის ოპერატორი (მიუთითეთ ჩამოთვლილი რეგიონებიდან თქვენთვის სასურველი რეგიონი)"
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge
აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.
შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|