Робота для біженців з України
ამბულატორიისა და ემერჯენსის რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ამბულატორიისა და ემერჯენსის რეგისტრატორი
მომწოდებელი: გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
სს "გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიისა და ემერჯენსის რეგისტრატორის პოზიციაზე.

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 09:30 17:30 საათამდე.
ანაზღაურება: 900 ლარი ხელზე ასაღები

კლინიკა ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების რეგისტრაციასა და მომსახურებას როგორც ამბულატორიულ, ისე გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტების რეგისტრაცია და შესაბამისი მონაცემების პროგრამაში ასახვა
** პაციენტების მართვა და გადანაწილება შესაბამის ექიმებთან/სერვისებზე
** სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის გაცემა
** სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოება
** ეფექტური კომუნიკაცია პაციენტებთან და სამედიცინო პერსონალთან
** გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფი და ორგანიზებული მოქმედება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე hr@hgh.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე