Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709690&print=yes&view=jobs
 
პროექტის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს პროექტის მენეჯერის ასისტენტის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის მენეჯერისა და/ან ინჟინრის ყოველდღიური მხარდაჭერა;
** სამუშაო გრაფიკის შესრულების კონტროლში დახმარება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის (ნახაზები, სქემები, სპეციფიკაციები) ორგანიზება და დაარქივება;
** შესრულებული სამუშაოების ფოტო/ვიდეო დაფიქსირება და რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა;
** მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან კომუნიკაცია ხელმძღვანელის დავალებით;
** საოფისე ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება (ანგარიშგება, დოკუმენტაცია);
** პროექტის დოკუმენტების მოწესრიგება და შენახვა;
** საჭირო დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის ადრესატამდე მიწოდების უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** პროექტის მენეჯერისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება;
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლების კოორდინაცია, მათგან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა კერძო კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ოფისში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (იურიდიული ან ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით);
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და შედეგებზე კონცენტრირება;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://aversiclinic.selfrecruit.ge/s/pfElr

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ მონაცემების წარდგენა, გულისხმობს სუბიექტის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ვაკანსიის განთავსებიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთან, ამავე ვადის განმავლობაში ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr_clinic@aversi.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.

წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" PDPO@AVERSI.GE; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს "სელფ.ჯი" (ს/ნ: 405373714), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია