Робота для біженців з України
მშენებლობის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებლობის ზედამხედველი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს მშენებლობის ზედამხედველის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** გაეცნოს და შეისწავლოს საპროექტო (არქიტექტურა, კონსტრუქცია, დიზაინი, MEP) დოკუმენტაცია;
** ობიექტზე ყოველდღიურად აკონტროლოს სამშენებლო/სარემონტო პროცესები და შეასრულოს საზედამხედველო მოვალეობები;
** აკონტროლოს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ხარისხი და ვადები;
** მუდმივად შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა;
** ობიექტზე აკონტროლოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დარღვევის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
** აზომოს ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები;
** მოითხოვოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისგან სამშენებლო ნორმების დაცვა;
** გამოავლინოს ობიექტზე სტანდარტებიდან გადახვევა, დაუდევრობით ან გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეული ცვლილებების არსებობა და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** მოაწეროს ხელი ფარული სამუშაოების ოქმებს;
** დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს დარღვევების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სამშენებლო ვადების და ღირებულების ცვლილება;
** დაესწროს დაკვალვის სამუშაოებს და აკონტროლოს სამუშაო პროცესი;
** სამშენებლო/სარემონტო პროცესის მიმდინარეობისას აღმოაჩინოს და დაარეგისტრიროს დაუსრულებელი ან/და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, აცნობოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს და უშუალო ხელმძღვანელს;
** აკონტროლოს ხარვეზის გამოსწორება და ტემპები;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** მინიმუმ ორი სრულყოფილი პროექტის ზედამხედველობის გამოცდილება;
** აუცილებელია Cad (AutoCad; ArchiCad), MS Office პროგრამების ცოდნა;
** სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://aversiclinic.selfrecruit.ge/s/ptGw8

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ მონაცემების წარდგენა, გულისხმობს სუბიექტის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ვაკანსიის განთავსებიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთან, ამავე ვადის განმავლობაში ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr_clinic@aversi.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.

წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" PDPO@AVERSI.GE; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს "სელფ.ჯი" (ს/ნ: 405373714), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე