Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709660&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კერძო კომპანია
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
ვაკანსიის შესახებ:

კერძო კომპანია, რომელიც ეძებს გამოცდილ ბუღალტერს ფინანსური გუნდის გასაძლიერებლად. კომპანია გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, პროფესიონალიზმსა და გუნდურობაზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:30 (დღეში 1 საათი შესვენება);
ანაზღაურება: 4000-6000 ლ (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით);
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; ულიმიტო სასაუბრო პაკეტი; თბილისის პარკინგის საშვი (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ); პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

პოზიციის აღწერა (ფუნქციები / პასუხისმგებლობები):

ბუღალტერი შეუერთდება კომპანიის ფინანსური მართვის გუნდს და უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის სიზუსტეს, ფინანსური შესაბამისობისა და შიდა კონტროლის სტანდარტების დაცვით.

ფუნქციებს განეკუთვნება, მათ შორის:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, გადამოწმება და ჩაწერა;
** შემოსავლებისა და ხარჯების სათანადო ასახვა საბუღალტრო სისტემაში;
** საბანკო ტრანზაქციების დამუშავება;
** ინვოისების, გადახდების და გადახდის დავალებების მონიტორინგი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** აგენტებთან და მომწოდებლებთან ანგარიშსწორებების მონიტორინგი;
** საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
** აუდიტის პროცესებში ჩართვა (საჭიროების შემთხვევაში);
** შიდა ფინანსური პროცედურებისა და კონტროლის მექანიზმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბუღალტერიაში ან ეკონომიკაში;
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფით მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის კარგი ცოდნა, განსაკუთრებით Excel;
** დეტალებზე ყურადღება და ანალიტიკური აზროვნება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური — სასურველია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანობა და ვადების მკაცრი დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის შესაძლებლობა;
** სამუშაოს ორგანიზებისა და პრიორიტეტიზაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა.

კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი კოლექტივი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcompany@top.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "ბუღალტერი".

თანამშრომელთა შერჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია