Робота для біженців з України
ტექნიკოსი - ბათუმი, გონიო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: NEXT Property
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
კომპანია "NEXT Property"-ი აცხადებს ვაკანსიას - ტექნიკოსის პოზიციაზე.

ლოკაცია - ბათუმი, გონიო.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "NEXT Property"-ი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანია "NEXT Property"-ის პორტფოლიოში შეხვდებით 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული, წყალგაყვანილობის, ელექტრო-ტექნიკური სისტემა/დანადგარების ყოველდღიური დიაგნოსტიკა, კონტროლი, შეკეთება
** ტექნიკური სამუშაოები: წვრილმანი სადურგლო და სამღებრო სამუშაოები, სანტექნიკა
** გათბობა გაგრილების სისტემების კონტროლი
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება
** გეგმიური და არაგეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება
** მოწყობილობათა ექსპლუატაციის პირობების დაცვა
** ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება
** ჩატარებულ სამუშაოზე დღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საჭირო ცოდნა/უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარ

დასაქმების პირობები:

სამუშაო ადგილი: ბათუმი, გონიო.
სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV და პორტფოლიო (სასურველია PDF ფორმატში ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: s.akopov@nextgroup.ge მიმდინარე წლის 20 აპრილამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანია "NEXT Property"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე