Робота для біженців з України
ლაბორანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: მიქსტა
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
მოლეკულურ დიაგნოსტიკური ლაბორატორია მიქსტა ბაზარზე ოპერირებს 2020 წლიდან, იგი წარმოადგენს ერთ ერთ უმსხვილეს ლაბორატორიას მოლეკულური დიაგნოსტიკის მიმართულებით.

მიქსტა აცხადებს სტაჟირებას შემდგომი დასაქმებით ლაბორანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. ქუთაისი ბ. ბუკიას 1გ
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** ლაბორატორიული ნიმუშის აღება / მიღება / დახარისხება
** ნიმუშს კვლევისთვის მომზადება
** ადამიანის ბიოლოგიური მასალიდან დნმ / რნმ გამოყოფა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

ბიოლოგიის / სამედიცინო მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** ყურადღება დეტალების მიმართ
** გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფი ათვისების უნარი

ჩვენთან გთავაზობთ:

ცოდნის მიღების და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმდება მოლეკულურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორია მიქსტაში ლაბორანტის პოზიციაზე.

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება;

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე ltd.miksta@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟირება ლაბორანტის პოზიციაზე".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე