Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709626&print=yes&view=jobs
 
პროდუქციის მარკირების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქციის მარკირების სპეციალისტი
მომწოდებელი: დელმარტ
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
შპს "დელმარტ" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მარკირების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: პირადი ჰიგიენის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, სასმელი და საკვები (FMCG) პროდუქტების იმპორტი-ექსპორტი და საბითუმო გაყიდვები.

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარი და ბონუსი

აუცილებელი მოთხოვნები:

** "ჩესტნი ზნაკის" მარკირების მიმართულებით გამოცდილება.
** კომპიუტერული უნარები - მაღალ დონეზე;
** ენები: ქართული და რუსული. სასურველია ინგლისურის ცოდნაც.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებული პროდუქტის დამატება პროგრამულ ბაზაში;
** პროდუქციის წარმოების დასრულების შემდეგ, პროგრამასა და საწყობში არსებული პროდუქციის რაოდენობების შედარება;
** ანგარიშის შედგენა ყოველი წარმოების დასრულების შემდეგ, გამოყენებული კოდების გადაგზავნა წარმოებული პროდუქციის დამკვეთთან;
** ნაკლული კოდების თავიდან დაბეჭდვა;
** პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებაში დატვირთვისას ანგარიშის წარმოება და მიწოდება პროდუქციის დამკვეთისთვის;
** პროდუქციის წარმოებისას მარკირების პროცესის მონიტორინგი და წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა.

უნარები/პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ჩვენს ელ.ფოსტაზე: export@unicorn-trade.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "დელმარტმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია