Робота для біженців з України
ავტომობილების გაქირავების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილების გაქირავების მენეჯერი
მომწოდებელი: ავტომობილების გაქირავების კომპანია
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
ავტომობილების გაქირავების კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან და ენერგიულ მენეჯერს, რომელსაც უყვარს ავტომობილები და იცის მათთან მუშაობა!

დასახელება: ავტომობილების გაქირავების მენეჯერი

თუ ხარ კომუნიკაბელური, ინიციატივიანი და ავტომობილების მოყვარული — სწორედ შენ გეძებთ!

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისთვის ავტომობილების გადაცემა და უკან მიღება;
** ავტომობილების დასუფთავება და მოწესრიგება;
** ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ავტოსერვისში გაგზავნა;
** ავტომობილის ფრთხილად მართვა (უავარიო მართვის გამოცდილება საქართველოში — აუცილებელია!).

აუცილებელი მოთხოვნები:

** ასაკი — 21 წელი ან მეტი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ქართული და რუსული ენების თავისუფლად ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** ინიციატივიანობა და პროაქტიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:

კონკურენტული ანაზღაურება: 1500-2200 ლარი;
ანაზღაურებადი შვებულება;
მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო;
კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი (მოქნილი გრაფიკი, შაბათ-კვირის ჩათვლით).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: service@og.ge - სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ავტომობილების გაქირავების მენეჯერი".

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 591 998 836.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე