Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709587&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი - სრული განაკვეთი/ნახევარი განაკვეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი - სრული განაკვეთი/ნახევარი განაკვეთი
მომწოდებელი: გაგრა პლუსი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე როგორც სრულ ასევე ნახევარ განაკვეთზე.

პოზიციაზე დასაქმდება რამდენიმე პირი.

პირობები:

მისამართი: ქ. თბილისი. ე. თავაძის ქუჩა #12ლ (ყოფილი ფეიქრების 12).

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით

** სრული განაკვეთზე 08:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე
** ნახევარი განაკვეთზე 09:00 სთ დან 13:00 სთ-მდე

ხელფასი

** სრულ განაკვეთზე 800 ლარს + 600 ლარი (დანამატი)
** ნახევარ განაკვეთზე 400 ლარს + 300 ლარი (დანამატი)

მოვალეობები:

** საწყობში მისაღები და გასაცემი ტვირთების სატრანსპორტო საშუალებაზე დროული და უსაფრთხო დატვირთვა / ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა.
** სასაწყობე მეურნეობებში ტვირთების გადაადგილებაში / გადაზიდვაში და დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება.
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება. მონაწილეობის მიღება წუნდებული პროდუქციის აღრიცხვაში.
** საწყობში შეკვეთების მომზადება, შეკვეთის ხარისხობრივად და თვისობრივად გადამოწმება, შესაბამისობისა და რაოდენობის კონტროლი.
** სასაწყობე ტვირთებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება და საწყობში არსებულ პროცესებში ჩართულობა. ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული სასაწყობე სამუშაოების შესრულება.
** საწყობში სამუშაო წესრიგის დაცვა / შენარჩუნება, საწყობის მოწესრიგება / დასუფთავება.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობა.
** პუნქტუალურობა.
** შრომისმოყვარე.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr.gagraplus@gmail.com

გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის თანამშრომელი სრული განაკვეთი ან საწყობის თანამშრომელი ნახევარი განაკვეთი სათაურის ველში (Subject).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია