|
დასახელება:
ელექტრო მიმართულების ფორემანი
|
| მომწოდებელი:
METLEN Energy & Metals
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 აპრილი
|
"METLEN Energy & Metals" წარმოადგენს საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრო მიმართულების ფორემანის პოზიციაზე ოზურგეთში მიმდინარე პროექტისთვის.
მდებარეობა: ოზურგეთი, საქართველო
პოზიციის აღწერა:
ვეძებთ გამოცდილ ელექტრო ფორემანს, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრო სამუშაოების ეფექტურ მართვას, გუნდის კოორდინაციას და პროექტის ხარისხიან შესრულებას.
ძირითადი მოვალეობები:
** ელექტრო სამუშაოების ზედამხედველობა და სამუშაო ჯგუფის მართვა
** ელექტრიკოსებისა და სუბკონტრაქტორების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია
** ინსტალაციის პროცესის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი
** სამუშაოების შესაბამისობის უზრუნველყოფა პროექტის გეგმასთან
** სხვადასხვა გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია შეფერხებების თავიდან ასაცილებლად
** შესრულებული სამუშაოების პროგრესის მონიტორინგი და რეპორტინგი
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება ელექტრო ინჟინერიის ან შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ფორემანის პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** ელექტრო სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;
** ტექნიკური ნახაზებისა და დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** რელოკაციის მზადყოფნა;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** საერთაშორისო პროექტში მუშაობის შესაძლებლობას
** პროფესიულ განვითარებას დინამიკურ გარემოში
** კონკურენტულ ანაზღაურებას (დეტალები შეთანხმებით)
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: jobs@connections.ge
სათაურში მიუთითეთ: Electrical Foreman - Ozurgeti.
|
|
|
|