|
დასახელება:
კონდიტერი
|
| მომწოდებელი:
Kopi
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 აპრილი
|
"Kopi" — არის სივრცე, სადაც განსაკუთრებული ყავა, დიზაინი და თანამეგობრობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით და ვავრცელებთ Specialty ყავის კულტურას ბათუმში, ყველასთვის, ვისთვისაც ყავა ნიშნავს უფრო მეტს — შთაგონებას, რიტუალს და სიამოვნებას.
კომპანია "Kopi" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: კონდიტერი.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლერმონტოვის 8
ძირითადი მოვალეობები:
** იმოქმედოს საკონდიტროში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** აკონტროლოს პროდუქტების ვარგისიანობა;
** შეასრულოს საკონდიტროში არსებული ყოველდღიური პროცედურები;
** სისუფთავის ნორმების კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** შინაგანაწესის დაცვა.
მოთხოვნები:
** სასურველია მინიმუმ 6-თვიანი მუშაობის გამოცდილება კონდიტერის პოზიციაზე;
** კრეატიული და მოტივირებული;
** გუნდურად მომუშავე;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკის მიმართ;
** შეეძლოს დროის განაწილება;
** იყოს მოწესრიგებული და იცავდეს ჰიგიენურ ნორმებს;
** ემოციურად სტაბილური.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** თვითგამოხატვისა და განვითარების შესაძლებლობას;
** პროფესიული ზრდის მხარდაჭერას და გადამზადებას;
** მხიარული, მეგობრული და ინსპირაციული გარემოს
თუ მზად ხარ, შენი დღეები ყავის სურნელით და საინტერესო ადამიანებით გაავსო — ჩვენ შენ გეძებთ
საკონტაქტო ელფოსტა: espresso@kopiroastery.com
|
|
|
|