|
დასახელება:
აეროპორტში დამხვედრი
|
| მომწოდებელი:
დე მედეჩი თრეველი
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 აპრილი
|
"დე მედეჩი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას აეროპორტში დამხვედრის (Airport Representative) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, ცვლადი გრაფიკი
ანაზღაურება: საწყისი ხელფასი 1 850 ლარიდან + მზარდი საბონუსე სისტემა, საშუალო თვიური ანაზღაურება 2350 ლარი
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია, სასაუბრო დონეზე)
** რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია, სასაუბრო დონეზე)
** სასურველია ცხოვრება აეროპორტის მიმართულებით: ისანი/სამგორი/ვარკეთილი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და დისციპლინა
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელური გარეგნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვის უნარი
უპირატესობა მიენიჭება:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნას
** ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილებას
ძირითადი მოვალეობები:
** ტურისტების დახვედრა აეროპორტში
** სტუმრების იდენტიფიკაცია გვარების და სიების მიხედვით
** ტურისტებისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება (ვალუტა, ტურები, კონტაქტები, ვაუჩერები)
** ტრანსფერის პროცესის კოორდინაცია და მძღოლებთან კომუნიკაცია
** სტუმრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანა სასტუმროში
** სტუმრების სასტუმროში შესახლების (check-in) პროცესის კოორდინაცია
** მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა
დამატებითი უპირატესობები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი
** კორპორაციული SIM ბარათი
გთხოვთ, განაცხადი გამოაგზავნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.
თქვენი რეზიუმე გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: info@demedici-group.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (Airport Representative).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|