Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709564&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი, აეროპორტის ჯგუფის წევრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი, აეროპორტის ჯგუფის წევრი
მომწოდებელი: KiwiPost
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
კომპანია "KiwiPost" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის და აეროპორტის ჯგუფის წევრის პოზიციაზე.

მოვალეობები: ტვირთის მიღება, სორტირება გუნდის სხვა წევრებთან ერთად;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

ძირითადი მოთხოვნები:

** შრომისუნარიანობა;
** ორგანიზებულობა;
** საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@kiwipost.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "კივის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: hr@kiwipost.ge ან წარმოადგინეთ შესაბამისი განცხადება (მის: მცხეთის ქუჩა)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია