|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი სამკაულების საცალო ქსელში
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 21 მარტი
/ ბოლო ვადა: 29 მარტი
|
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ბიჟუტერიის შეთავაზება ადგილობრივ ბაზარზე. ახალი ობიექტისთვის, კერძოდ სითი მოლში განთავსებული სტენდისთვის, კომპანია ეძებს გაყიდვების კონსულტანტებს, რომლებიც იმუშავებენ ცვლაში და საჭიროებისამებრ ერთდროულად.
სამუშაო მოვალეობების აღწერა:
** მომხმარებლისთვის პროდუქციის დემონსტრაცია და სრული ინფორმაციის მიწოდება
** პროდუქციის გაყიდვა, შეფუთვა, მომხმარებელთან ანგარიშსწორება
** პროდუქციის განთავსება, წესრიგის შენარჩუნება
** პროგრამაში რეალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტანა, სალაროს ოპერაციების წარმოება და კონტროლი
** პროდუქციის მარაგების კონტროლი
** სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება
** ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შესრულება კომპანიის მიერ წინასწარ განსაზღვრული წესის/სტანდარტის მიხედვით
** კომპანიის გუნდისთვის დაკვირვებებისა და იდეების გაზიარება კომპანიის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე
** საჭიროებისამებრ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
** სადღესასწაულო და სააქციო პერიოდებში ზეგანაკვეთური (ანაზღაურებადი) დროით მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უპირატესობად ჩაითვლება მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული უნარები
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, გუნდურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომის ხარისხზე და შედეგზე ორიენტაცია
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილს წარმოადგენს სითი მოლში 6კვ/მ ზომის სტენდი
** ობიექტის სამუშაო საათებია ყოველ დღე, დილის 10:00-დან საღამოს 22:00მდე, შესაბამისად ამ დროის მანძილზე მოხდება ცვლების გადანაწილება კონსულტანტებს შორის, არაუმეტეს კვირაში 42 საათისა
** ყოველთვიური ანაზღაურება ფიქსირებული 800-1000 ლარის ოდენობით კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გარეშე, ასევე ცვლადი დამატებითი ანაზღაურება (ბონუსი), რომელიც დაითვლება გაყიდვების მოცულობიდან გამომდინარე. ხელფასი და ბონუსის ჯამში საშუალოდ 1000-1500 ლარის გამომუშავების პერსპექტივით
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: ngconsultservice@gmail.com არაუგვიანეს 29 მარტისა.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|