Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709532&print=yes&view=jobs
 
ხარისხის მართვისა და რეკლამაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მართვისა და რეკლამაციების მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 21 მარტი / ბოლო ვადა: 21 აპრილი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა.
სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა, ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე, უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით ხარისხის მართვისა და რეკლამაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. გამრეკელის 19
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტთა რეკლამაციების მიღება, რეგისტრაცია, ანალიზი და დროული დამუშავების უზრუნველყოფა;
** რეკლამაციების განხილვის პროცესის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან (ზარალები, ანდერაიტინგი, გაყიდვები, ქოლ ცენტრი და სხვ.);
** რთული და სკალირებული შემთხვევების მართვა, საჭიროების შემთხვევაში ექსპერტიზის დანიშვნა;
** რეკლამაციებზე რეაგირების ვადების კონტროლი და SLA-ების დაცვა;
** რეკლამაციების მიზეზების ანალიზი და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება;
** სამედიცინო დაზღვევის პროცესების ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება;
** ხარისხის სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავება, განახლება და კონტროლი;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების (CSAT, NPS და სხვა) დაგეგმვა, ანალიზი და შედეგების ინტერპრეტაცია;
** შიდა ტრენინგების ინიციირება/ჩატარება ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების განვითარების მიზნით;
** პერიოდული ანგარიშგება (რეკლამაციები, ხარისხის მაჩვენებლები, ტენდენციები) და რეკომენდაციების წარდგენა მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების, რეკლამაციების მართვის ან ხარისხის კონტროლის მიმართულებით;
** სასურველია სადაზღვევო/ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ხარისხის მართვისა და რეკლამაციების მენეჯერი

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია