Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სავაჭრო ცენტრი პანორამა ქუთაისი
გამოქვეყნდა: 21 მარტი / ბოლო ვადა: 21 აპრილი
ავეჯის და საოჯახო ტექსტილის სახლი "პანორამა-ქუთაისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

გაყიდვების მენეჯერი

საქმიანობა: ბრენდული საოჯახო ტექსტილის, ავეჯის და საოფისე ნივთების ადგილზე და ონლაინ რეალიზაცია;
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ.10

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების მენეჯერი-მორიგე მენეჯერი;
** კორპორატიული და საცალო გაყიდვების ორგანიზება, მართვა, წარმოება, შეკვეთების მიღება და მიწოდების ორგანიზება.

მოთხოვნები:  

** გამოცდილება გაყიდვების წარმოებასა და მართვაში (ანალოგიურ სფეროში ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი სტაჟი-მთავარი პირობა);
** საოფისე, გაყიდვების პროგრამა FMG-ის,  ექსელის და სალარო ოპერაციების მინიმალური  ცოდნა (ტესტირება ექსელში); 
** უმაღლესი განათლება.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + პრემია, საშუალოდ 1100 -1300 ლარი შედეგის და სტატუსის მიხედვით.

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან 2 კვირამდე არაანაზღაურებად სწავლება-ტრენინგებს.
ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

სამუშაო გრაფიკი სრული: 11-00-დან 19-30 სთ-მდე ზაფხულში (37.5 სთ) და 11-00-დან 19-00სთ-მდე ზამთარში (35 საათი კვირაში), 2 დასვენების დღე;

ვინც ვერ გაივლის გასაუბრებას, მათ მიეცემათ შესაძლებლობას შეისწავლონ სხვადასხვა პროგრამები და გაყიდვების სპეციფიკა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მშვიდ, სასიამოვნო, სწავლაზე ორიენტირებულ გარემოს მინიმალური დატვირთვით;
** მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას - შედეგებთან ერთად მზარდია ფიქსირებული ანაზღაურება და მაღალი ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა.

გთხოვთ, CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნოთ ფოსტაზე: gvancalutidze27@gmail.com

და საბჯექტში მიუთითოთ პოზიცია ან მოგვწეროთ ვაიბერზე ან ვათცაპში ნომერზე:
Viber/WhatsApp: 571 40 54 71

კომუნიკაცია, კითხვები და გასაუბრების მომზადება მხოლოდ მიმოწერით Viber WhatsApp-ში. მიმოწერა ატარებს წინასწარი გასაუბრების ხასიათს და ემსახურება გასაუბრების მომზადებას. ზარებზე პასუხი არ გაიცემა.

ვეთანხმები, რომ ჩემი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.თქვენი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი)თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გაქვთ განაცხადი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე