Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709496&print=yes&view=jobs
 
ბუკმეიკერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუკმეიკერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუკმეიკერის პოზიციაზე.

ჩვენს მეგობრულ, ენერგიულ და გაანვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში საშუალება გექნებათ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

მოვალეობები:

** არსებული და ახალი მომხმარებლების ქცევის ანალიზი და პოტენციური რისკების შეფასება;
** ბაზრის ტენდენციების კვლევა და ანალიტიკური რეპორტების მომზადებაში ჩართულობა;
** სპორტული ღონისძიებების კოეფიციენტების მონიტორინგი, კორექტირება და ანალიზი;
** სისტემაში მონაცემების (გუნდები, მოთამაშეები, მოვლენები) თარგმნა, კორექტირება და განახლება;
** მატჩების შედეგების დამუშავება და ფსონების მიღება/დადასტურების პროცესის მართვა;
** გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიურ ოპერაციულ და ანალიტიკურ საქმიანობაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ბუკმეიკერის ან რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით (მათემატიკურ, ან მომიჯნავე სფეორებში);
** ძლიერი ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (მაგ., Microsoft Excel, Word);
** სპორტის სხვადასხვა სახეობისა და მათი დინამიკის შესახებ მაღალი ინტერესი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწრაფად ათვისების და ახალ სისტემებთან ადაპტაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას: 1600 ლარი, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ კვარტლური ბონუსი;
** კვებას;
** კორპორატიულ დაზღვევას;
** მოქნილ გრაფიკს ცვლებში.

დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: openvacancy00@gmail.com. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია