Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ონიქს კორპორეიშენი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
შპს "ონიქს კორპორეიშენი" ქ. ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული წარმოების საწარმოს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო ფორმატი: საოფისე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

მთ. ბუღალტრის ფუნქციები:

** კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება და მართვა
** ბუღალტრული ოპერაციების სწორი და დროული აღრიცხვის კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა კომპანიის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
** თვის, კვარტლის, წლის დახურვები და ფინანსური ანგარიშგებების მომზადება IFRS სტანდარტების შესაბამისად და წარდგენა ხელმძღვანელისთვის შესაბამის ვადებში
** პირველადი დოკუმენტაციისა და ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის კონტროლი
** სალარო ოპერაციებისა და საბანკო გადახდების კონტროლი
** მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ფინანსური ანგარიშსწორების კონტროლი
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ანალიზი
** წარმოების თვითღირებულების (costing) დათვლა და ანალიზი
** ინვენტარიზაციების ორგანიზება და კონტროლი
** თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების (Payroll) აღრიცხვა და კონტროლი
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი
** ექსპორტი/იმპორტის აღრიცხვა და კონტროლი
** ხარჯების აღრიცხვა და კონტროლი
** აუდიტორებთან თანამშრომლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროცესის მხარდაჭერა
** ბუღალტერ-ოპერატორის საქმიანობის კონტროლი
** შიდა კონტროლის მექანიზმებისა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესება
** თანამშრომელთა კონსულტირება ბუღალტრული და საგადასახადო საკითხების ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** საქართველო საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** IFRS for SMES ან IFRs ცოდნა
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel ზედმიწევნით ცოდნა
** FINA პროგრამის ცოდნა
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

გამოცდილება:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში, აქედან მინიმუმ 2 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე
** საწარმოო მიმართულებაში მუშაობის გამოცდილება (თვითღირებულება/მარაგები/წარმოება)

უნარები და პიროვნული თვისებები:

** განვითარებული მათემატიკური უნარები
** განვითარებული ანალიტიკური უნარები
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა
** გუნდური მუშაობის უნარი

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართებზე: hr@onyxcorporation.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე