Робота для біженців з України
ღონისძიებებისა და წვეულებების ორგანიზატორი - ქუთაისი/ბაღდათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღონისძიებებისა და წვეულებების ორგანიზატორი
მომწოდებელი: Ensana კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
"Ensana Health Spa Hotels" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში.

"კურორტი საირმე" ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.

რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.

თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საერთაშორისო ბრენდი "Ensana" ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.

პოზიცია: ღონისძიებებისა და წვეულებების ორგანიზატორი
კომპანია: Ensana Health Spa Hotels

ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

პოზიციის მოკლე აღწერა:

"Ensana Health Spa Hotels" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებებისა და წვეულებების ორგანიზატორის პოზიციაზე. ვეძებთ ენერგიულ, კრეატიულ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვასა და მართვას, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და იქნება ლიდერი მის საქმეში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების (კორპორატიული, ქორწილი, დაბადების დღე, თემატური საღამოები) დაგეგმვა და ორგანიზება
** ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება და რეალიზაცია
** მომწოდებლებთან (დიჯეები, წამყვანები, დეკორატორები და სხვ.) კომუნიკაცია
** ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი
** ღონისძიებების მიმდინარეობის კოორდინაცია ადგილზე
** სტუმრების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები
** კრეატიული აზროვნება
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური/რუსული სასურველია)

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (შეთანხმებით);
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

კომპანიის ბენეფიტი:

** ტრანსპორტირება
** დაზღვევა
** უფასო კვება
** კორპორატიული ნომერი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmeresort.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: ღონისძიებებისა და წვეულებების ორგანიზატორი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე