|
დასახელება:
ავტო გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Solo Auto Import
|
|
გამოქვეყნდა: 20 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 აპრილი
|
ავტოიმპორტიორი კომპანია "Solo Auto Import" აცხადებს ვაკანსიას ავტო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი, 2000-3500₾ საშუალოდ (ხელზე ასაღები)
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ავტომობილის სპეციფიკისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული მახასიათებლები:
** პრეზენტაციის უნარი;
** კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: soloautoimportllc@gmail.com და Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე!
მითითებულ ელფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
|
|
|
|