|
დასახელება:
დამხმარე ფლორისტი
|
| მომწოდებელი:
ყვავილების მაღაზია ამელი
|
|
გამოქვეყნდა: 20 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 აპრილი
|
"Amelie Flowers Shop" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ფლორისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 68
ანაზღაურება: 1100-1300 ლარი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი / კვირაში 40 სთ
კომპანიის შესახებ:
Amelie — უკვე 10 წელია წამყვან პოზიციას იკავებს ყვავილების, თაიგულებისა და დეკორაციების სფეროში. გუნდი ამკვიდრებს მოჭრილი ყვავილის მოვლის, შენახვის, რეალიზაციის ახალ სტანდარტებს ქვეყანაში, მუდმივად ზრდის პროდუქტისა და მომსახურების ხარისხს და ამიტომ, ონლაინ და ინსთორ გაყიდვების ყველაზე დიდ წილს ფლობს ქვეყანაში.
ამელიმ პირველმა შექმნა პროფესიული ფლორისტების სკოლა 2017 წელს და არაერთი კადრი გადაამზადა ფლორისტად. ყველა ჯერზე კადრების შევსება ამელის სკოლადამთავრებულების ბაზიდან ხდებოდა, თუმცა ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გარე კადრებს ეძლევათ შესაძლებლობა გუნდს შემოუერთდნენ, ისწავლონ ახალი პროფესია და გაიზარდონ პოზიციურად.
ვაკანსიის აღწერა
ვეძებთ ადამიანს მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს ფლორისტიკაში გამოცდილება, მაგრამ სურს გახდეს ფლორისტი. ვეძებთ ენერგიულ, სისხარტესა და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც სურს სტაბილური და შემოქმედებითი სამსახური, უყვარს ადამიანები და მათთვის მნიშვნელოვან სიტუაციებში მომსახურება სიამოვნებას მიანიჭებს, იქნება ეს დაბადების დღე, სკოლის ბოლო დღე თუ განშორების ნიშნად შექმნილი თაიგული ან ივენთი.
დამხმარე ფლორისტი ამელიში დამწყები პოზიციაა, რთული, დამღლელი და საპასუხისმგებლო, თუმცა მაღაზიაში მუდმივად იმყოფებიან მენეჯერები, ცვლის ფლორისტები, დამხმარე ფლორისტები, კურიერები და შრომა და პასუხისმგებლობები გადანაწილებულია თანამშრომლებზე თანაბრად დაკავებული პოზიციის, კომპანიაში მუშაობის დროისა და განაკვეთის მიუხედავად.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული შინაგანაწესის დაცვა
** მიღებული ყვავილისა და სამეწარმეო მასალის დასაწყობება, მოვლა, შენახვა.
** ყოველდღიური შეკვეთების მიღება სხვადასხვა არხის საშუალებით
** ყოველდღიური შეკვეთების მომზადება
** ახალი თაიგულების შექმნის ინიციატივები, გადაღებებისთვის მომზადება
** კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული პროდუქტების ცოდნა
** კომპანიის პროგრამაში მუშაობა
** მაღაზიის ვიზუალური წესრიგისა და ესთეტიკის შენარჩუნება
** მარაგების კონტროლი
** მონაწილეობა ღონისძიებებისა ორგანიზება, გაფორმებისა და დეკორაციების შექმნაში
** მომხმარებლისთვის კომპანიის სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა
** კომპანიის მიერ დაგეგმილ გარე ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება
მოთხოვნები:
** მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ენერგიულობა და სისხარტე
** პასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალებისადმი
** გუნდურად მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა
კანდიდატები შეირჩევიან გამოსაცდელი, ანაზღაურებადი 2 კვირიანი პერიოდის შემდეგ;
პირობები
** კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** შესაძლებლობა გახდეთ კომპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი და განვითარდეთ მასთან ერთად;
** შესაძლებელია ამელის ფლორისტების სკოლის პროგრამაში ჩართვა;
** შესაძლებლობა დამატებით ღონისძიებებში ჩართვის;
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოსტაზე: ola@amelie.ge დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 592 06 40 64.
|
|
|
|