Робота для біженців з України
სერვისის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: ელტეგი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
კომპანია "ელტეგი" - ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორი, სამონტაჟო და მომსახურე კომპანია, რომელიც ოპერირებს ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტით.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს http://www.elteg.ge/

კომპანია "ელტეგი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული + კვარტალური ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის ობიექტებზე მომსახურების სტანდარტების დაცვა და კონტროლი
** სერვისის გუნდის მართვა, კოორდინაცია და სამუშაო პროცესების ორგანიზება
** არსებულ და პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაცია
** სერვისის ბიუჯეტის/გეგმის შესრულების უზრუნველყოფა
** ახალი ობიექტების მოძიება და არსებული ობიექტების შეფასება
** პრობლემური ობიექტების მართვა და ოპერატიული რეაგირება
** სერვისის პროცესების განვითარება და გაუმჯობესება
** ყოველდღიური სამუშაო გეგმებისა და მარშრუტების კონტროლი
** სერვისთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და რეპორტინგის წარმოება
** სერვისის მასალებისა და რესურსების მართვა
** თანამშრომლების შვებულებებისა და მივლინებების დაგეგმვა/კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის/ოპერაციების მართვის მიმართულებით
** გუნდის მართვის და კოორდინაციის გამოცდილება
** ობიექტების/პროექტების მართვის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები
** ანალიტიკური და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: llabadze@elteg.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სერვისის მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე