|
დასახელება:
ასისტენტ-მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
DM LAB
|
|
გამოქვეყნდა: 20 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 აპრილი
|
გაინტერესებს მცირე ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და მენეჯმენტი? გსურს რეალურ პროცესებში ჩაერთო და დაინახო, როგორ იქმნება პრემიუმ ხარისხის პროდუქტი? DM LAB გთავაზობს შანსს, გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი.
ვაკანსია: ასისტენტ-მენეჯერი (ნახევარი განაკვეთი)
ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი, DM LAB
სამუშაო გრაფიკი: დღეში 5 საათი (შეთანხმებით: 10:00-დან 15:00-მდე ან 15:00-დან 20:00-მდე)
ვის ვეძებთ?
ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, ვისაც სურს ისწავლოს ბიზნესის "შიდა სამზარეულო".
გამოცდილებაზე მეტად ჩვენთვის პრიორიტეტულია მონდომება და საქმისადმი ინტერესი.
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 800 ლარი (საქმის მოცულობის ზრდასთან ერთად, ანაზღაურებაც გადაიხედება).
** განათლების მხარდაჭერა: მონდომებულ კანდიდატს დავუფინანსებთ პროფესიულ, ფასიან კურსებს (მარკეტინგი, მენეჯმენტი).
** მინიმალური დატვირთვა: სამუშაო არ არის გადატვირთული - კვირაში საშუალოდ მხოლოდ 2 ძირითადი ქეისის მომზადება (ფოტო/ვიდეო).
** კარიერული ზრდა: სტაჟირების შემდეგ, ლაბორატორიის სრულფასოვანი მენეჯერის პოზიციაზე გადასვლის შესაძლებლობა.
რა იქნება თქვენი საქმე?
** კონტენტის კოორდინაცია: შერჩეული ნამუშევრების ფოტო/ვიდეო გადაღებაში დახმარება და სოციალური ქსელისთვის მომზადება.
** შიდა პროცესების მართვა: თანამშრომლებთან კომუნიკაცია და სამუშაო გარემოზე ზრუნვა.
** ჩართულობა: ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა ჩვენთან ერთად.
ტელ: 593626940
ელფოსტა: info@dmlab.ge
|
|
|
|