|
დასახელება:
შიდა წარმოების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კერძო სააღსრულებო ბიურო
|
|
გამოქვეყნდა: 20 მარტი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
კერძო სააღსრულებო ბიურო აცხადებს ვაკანსიას შიდა წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
მოვალეობები:
** სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში ჩართულობა
** ბიუროს საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შედგენა/განხილვა
** აღმასრულებლის მიერ მითითებული ცალკეული დავალებების შესრულება სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით
** სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირებთან და სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია
სავალდებულო მოთხოვნები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება ან იყოს ამავე მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი.
დამატებითი მოთხოვნები:
** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
კონკურსის ეტაპები
** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
განცხადების ბოლო ვადა: 19.04.2026
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (აუცილებლად ფოტოსურათით) მეილზე: enforcer.office@gmail.com და "subject" გრაფაში მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|