|
დასახელება:
საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ეროვნული სკრინინგ ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 20 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 აპრილი
|
ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი; გლდანი IV მ/რ 113ა
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-17:30; შაბათი - 10:00-14:00;
ძირითადი მოვალეობები:
** კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის (სასერვეროს გარდა) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, ადმინისტრირება, მხარდაჭერა;
** კომპიუტერების ოპერაციული სისტემის უზრუნველყოფა, მისი დაყენება, კონფიგურირება და განახლება;
** პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და ინსტალაცია;
** სამომხმარებლო პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook Express) ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამული საშუალებების ინსტალაცია და მომსახურება;
** კომპიუტერული ტექნიკისა და მოწყობილობების ინსტალირება, კონფიგურირება და დიაგნოსტიკა;
** სამუშაოს შესრულების ვადების კონტროლი და პრობლემებზე დროული რეაგირება;
** კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები და უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gnsc.ge ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
შენიშვნა:
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზეც. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
|
|
|
|