|
დასახელება:
ჰოსტესი
|
| მომწოდებელი:
Coffeeshop Company
|
|
გამოქვეყნდა: 20 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 აპრილი
|
ყავის კომპანია "Coffeeshop Company Georgia" საერთაშორისო ფრენჩაიზის ქსელის ნაწილია, რომელიც შთაგონებულია ცნობილი ვენური ყავის სახლების კულტურით. 8 წელზე მეტია, ჩვენი კომპანია ქმნის უნიკალურ ყავის გამოცდილებას თბილისში, პრემიუმ ყავის, თბილი ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის მომსახურების შერწყმით.
ყავის კომპანია "COFFEESHOP COMPANY GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გ.ტაბიძის 10
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და განთავსება;
** სტუმრების შეკითხვებზე სწორი რეაგირება, ინფორმაციის მიწოდება მენიუს, სპეციალური შეთავაზებებისა და მომსახურების შესახებ;
** სტუმართა კმაყოფილების მონიტორინგი და უკუკავშირის მიღება;
** სივრცეში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა;
** სივრცეში წესრიგისა და ვიზუალი პრეზენტაბელურობის კონტროლი;
** გუნდის მხარდაჭერა მომსახურების პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა სამუშაო პროცესში;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საშუალო/უმაღლესი განათლება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrcoffeeshopgeo@gmail.com
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|