Робота для біженців з України
ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: HB Management
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
კომპანია "HB management" წარმოადგენს უძრავი ქონების მართვის კომპანიას, რომლის ძირითადი მიმართულებაც არის მოკლევადიანი უძრავი ქონების გაქირავება (აპარტამენტები, ბინები და მინი-სასტუმროები).

პოზიცია: ექაუნთ მენეჯერი
ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე - 3/3
სამუშაო ფორმატი: დისტანციური

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კლიენტებთან კომუნიკაცია: განაცხადების დამუშავება, საჭიროებების, საკითხებისა და ინფორმაციის შეგროვება;
** კლიენტებისთვის დროული და სრული პასუხის გაცემა;
** კლიენტების მხარდაჭერა მომსახურების ყველა ეტაპზე;
** თანამშრომლობა კომპანიის სხვა განყოფილებებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება სასტუმრო ან უძრავი ქონების სფეროში (სასურველია);
** MS Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Excel, Word, Google ცხრილები);
** უცხო ენების ცოდნა: რუსული (С1), ინგლისური (B2)
** აუცილებელია გქონდეთ პირადი კომპიუტერი, ლეპტოპი.

პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: olikoendeladze@gmail.com

თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. "HB management"-ისთვის ინფორმაციის გაგზავნით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დარჩება ჩვენს მონაცემთა ბაზაში 2 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე