Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709212&print=yes&view=jobs
 
უფროსი იურისტი - თბილისი/რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი იურისტი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
შპს "Construction service" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი/რუსთავი
ანაზღაურება: ინდივიდუალური/შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილების მიხედვით)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ ზრდასა და განვითარებას ინოვაციურ და დინამიკურ გარემოში.
** გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობის შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტების მომზადება და სამართლებრივი შეფასება
** შიდა რეგულაციებისა და კონტრაქტების შედგენა, ანალიზი და რისკების იდენტიფიცირება
** სამართლებრივი რეკომენდაციების მიწოდება მენეჯმენტისთვის
** გარიგებების იურიდიული მხარდაჭერა და მოლაპარაკებების იურიდიული უზრუნველყოფა
** სასამართლო და ადმინისტრაციული საქმეების მართვა
** კორპორაციული შესაბამისობის (compliance) უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართლის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი (მაგისტრატურა ჩაითვლება უპირატესობად)
** მინიმუმ 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება იურისტის პოზიციაზე, მათ შორის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის როლში, უფროსი იურისტის პოზიციაზე.
** კარგი ცოდნა საქართველოს კანონმდებლობის სხვადასხვა სფეროში კორპორაციული სამართალი, შრომითი სამართალი, კონტრაქტების სამართალი, ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალი სასამართლო დავების წარმოება)
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა სავალდებულოა, მათ შორის იურიდიული დოკუმენტაციის წერის, ანალიზისა და სამართლებრივი კომუნიკაციის უნარი პროფესიულ კონტექსტში.

მნიშვნელოვნად ვაფასებთ შემდეგ პიროვნულ თვისებებს:

** კოლეგიური, მხარდამჭერი და მიზნებზე ორიენტირებული დამოკიდებულება გუნდურ მუშაობაში
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე მუშაობაში
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური თანამშრომლობა

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: JOBS@cs.ge

მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება "უფროსი იურისტი " .ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "Construction service" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის მიერ რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია