|
დასახელება:
3D ვიზუალისტი
|
| მომწოდებელი:
ISync
|
|
გამოქვეყნდა: 20 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 აპრილი
|
არქიტექტურული კომპანია "აისინქი" აცხადებს ვაკანსიას 3D ვიზუალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** არქიტექტურული პროექტების მაღალი ხარისხის 3D არქიტექტურული ვიზუალიზაციების შექმნა;
** საპროექტო დავალების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება დამკვეთისათვის გადასაცემად;
** სრული სცენის აწყობა ნულიდან: მოდელირება, მასალების დამუშავება, განათება, კომპოზიცია, პოსტ ფროდაქშენი;
** საჭიროების შემთხვევაში კონცეფციის ალტერნატიული ვარიანტების შექმნა/შეთავაზება;
** რენდერის პროცესის ოპტიმიზაცია, დროის და რესურსების ეფექტური მართვა;
** AI ხელსაწყოების ეფექტურად გამოყენების ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (D5 Render, 3Ds Max, Corona Renderer, Photoshop);
** ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Rhino);
** განიხილება სხვა სარენდერო პროგრამების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
** პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო (რეზიუმეს და პორტფოლიოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 20მ-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@isync.ge
წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|