|
დასახელება:
უმცროსი/უფროსი არქიტექტორი
|
| მომწოდებელი:
ISync
|
|
გამოქვეყნდა: 20 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 აპრილი
|
არქიტექტურული კომპანია "აისინქი" აცხადებს ვაკანსიებს:
1. უმცროსი არქიტექტორი
ძირითადი მოვალეობები:
** არქიტექტურული კონცეფციისა და ტექნიკური დავალების საფუძველზე პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
** მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** საპროექტო პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობა;
** არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შესაბამისად;
** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
** პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** II და III კლასის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და თბილისის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობის გამოცდილება;
** Archicad -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (D5 Render, Photoshop).
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
** პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა.
2. უფროსი არქიტექტორი
არქიტექტურული კომპანია "აისინქი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი არქიტექტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება, ესკიზის შედგენა-დამუშავება, დეტალიზაცია;
** საპროექტო დავალების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება დამკვეთისათვის გადასაცემად;
** მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება.
** საპროექტო პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობა;
** არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შესაბამისად;
** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
** მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი;
** პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** II, III და IV კლასის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და თბილისის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობის გამოცდილება;
** Archicad -ის მაღალ დონეზე ცოდნა (BIM);
** ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Rhino, Photoshop, D5 Render).
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
** პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@isync.ge
რეზიუმეს და პორტფოლიოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 20მ-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.
წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|