Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709166&print=yes&view=jobs
 
საინჟინრო მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Qspeed Robotics
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
"Qspeed Robotics" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

"Qspeed Robotics" მდებარეობს ლილოში, კახეთის გზატკეცილზე. კომპანია აპროექტებს და აწარმოებს მექანიკურ კომპონენტებს სხვადასხვა ინდუსტრიული და სამშენებლო დანიშნულებისთვის.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა მექანიკაში, აქვს შემოქმედებითი ხედვა, ფლობს ინგლისურ ენას კარგად და აქვს 2D/3D პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი დეტალების ან კომპლექტების დაპროექტება 2D და 3D ფორმატში არსებული დიზაინის ან ფიზიკური მოდელის მიხედვით;
** საწარმოსთვის სამუშაო ნახაზების (Shop Drawings) მომზადება;
** ნახაზების რეგისტრაცია კომპანიის შიდა პროგრამაში;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და საფასო შეთავაზებების (Quotation) მომზადება კომპანიის შაბლონის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება: 2D და 3D პროგრამებთან მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

ტექნიკური უნარები:

** ტექნიკური ნახაზების, სქემებისა და CAD ფაილების (2D/3D) კითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
** CAD პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (მაგ: AutoCAD, Inventor და სხვა);
** Microsoft Office-ის, განსაკუთრებით კი Excel-ის ცოდნა (მონაცემთა ანალიზისა და ხარჯთაღრიცხვისთვის);
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: magda.melikishvili@mepeq.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია