Робота для біженців з України
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: რედიქსი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
"რედიქს ჯგუფი" - უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია დაარსდა 2007 წელს და მას შემდეგ თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს სტუმარ-მასპინძლობის, ტურიზმის, მშენებლობის, დეველოპმენტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს.

ამჟამად "რედიქს ჯგუფი" მართავს უძრავი ქონების 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს, რომლებიც მოიცავს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საექსპლუატაციო ქონებას, მშენებლობისა და განვითარების პროცესში მყოფ საკუთრებებსა და მიწის ბანკს.

კომპანია ამჟამად 500-მდე პროფესიონალ, მოტივირებულ და საერთო ღირებულებებით გაერთიანებულ გუნდის წევრს მოიცავს.

"რედიქს ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნიკოსის პოზიციაზე, ბიზნეს ცენტრი ტაბიძეზე, ბიზნეს ცენტრი ლეონიძეზე.

მორიგე-ტექნიკოსის ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრო სისტემების გამართული მუშაობის კონტროლი;
** ლიფტების ტექნიკური მომსახურება - მონიტორინგი;
** სათვალთვალე სისტემების კონტროლი;
** დაშვების სისტემების კონტროლი;
** უსაფრთხოების (სახანძრო) სისტემების კონტროლი;
** ჩილერების მომსახურება-კონტროლი და მონიტორინგი;
** გათბობის ქვაბების მონიტორინგი და კონტროლი;
** სატუმბო სადგურის ტექ. მომსახურება;
** სავენტილაციო დანადგარების ფილტრების შეცვლა;
** ფანკოილების სრული მომსახურება;
** დიზელ გენერატორის მონიტორინგი და კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება;

სახელფასო ანაზღაურება 2000 ლარი

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესად,
** სასურველია უცხო ენების ცოდნა,

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური, შრომისუნარიანი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:0 საათამდე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV-ები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@redix.ge არაუგვიანეს 31 მარტისა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე