Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=709116&print=yes&view=jobs
 
მძღოლ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტის შესაბამისად (თბილისსა და რეგიონებში);
** პროდუქციის დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა;
** პროდუქციის ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პროდუქტის სავაჭრო იერის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** გადაზიდვების დროული და შეუფერხებელი შესრულება წინასწარ განსაზღვრული მიმართულებების მიხედვით;
** საგზაო მოძრაობის წესების სრული დაცვით უსაფრთხო მართვა;
** მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;
** თანმდევი დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სატვირთო ავტომობილის (3.5-18 ტონა) მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B ან B, C კატეგორია);
** დოკუმენტაციასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 19.04.2026 წელი.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/lC31V9JjgD
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია