|
დასახელება:
უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის მედდა
|
| მომწოდებელი:
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მარტი
/ ბოლო ვადა: 03 აპრილი
|
შპს "თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის მედდის თანამდებობაზე
სამუშაო განრიგი: კვირეული დატვირთვა 20-40 საათი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №31
უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის მედდის ძირითადი მოვალეობები/შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
** ექიმის ასისტირება სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების დროს (თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული);
** სამუშაო სივრცის მოწესრიგება პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ;
** საჭირო ინსტრუმენტებისა და მასალების დროული მიწოდება ექიმისთვის;
** სამედიცინო იარაღების დამუშავება, სტერილიზაცია და შესაბამისი პირობებით შენახვა;
** პაციენტებს შორის განრიგის მიხედვით ოთახის მომზადება.
** სამედიცინო ჟურნალების შევსება (ექიმის მითითებით);
** პაციენტის სამედიცინო ბარათში ჩანაწერის გაკეთება ექიმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
** სტერილიზაციის ჟურნალის და აღჭურვილობის მოვლის ჩანაწერების წარმოება.
** უზრუნველყოს პაციენტის მოთავსება სტომატოლოგიურ სავარძელში;
** პაციენტის უსაფრთხოების დაცვა პროცედურის დროს;
** ექიმის მითითებით პაციენტისთვის რეკომენდაციების გაცემა ზეპირი ან ბეჭდური ფორმით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება მედიცინის ან სტომატოლოგიის სფეროში;
** მედდის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა;
** ნარჩენების მართვისა და ინფექციების კონტროლის მიმართულებით სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სტერილიზაციის პროცესებსა და სტომატოლოგიურ აღჭურვილობასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საჭირო უნარები:
** სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტის დაცვა;
** ექიმთან და პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირების უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვა.
** სტომატოლოგიური იარაღების და მასალების ცოდნა;
** სტერილიზაციის პრინციპების და სტანდარტების ცოდნა;
** პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების ცოდნა;
შერჩევის ეტაპები:
** დოკუმენტაციის შესწავლა/გადარჩევა;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV (თანდართული დოკუმენტებით) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: thu-posta@thu.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 03 აპრილი, 18:00 სთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე CV გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ შპს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
|
|
|
|