|
დასახელება:
კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსი
|
| მომწოდებელი:
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მარტი
/ ბოლო ვადა: 03 აპრილი
|
შპს "თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსის თანამდებობაზე.
სამუშაო განრიგი: მინიმალური კვირეული დატვირთვა 24 საათი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №31
კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსის ძირითადი მოვალეობები/შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
ა) სამსახურის საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
ბ) სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
გ) სამსახურის თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილება, მათთვის შესაბამისი მითითებებისა და
დავალებების მიცემა;
დ) პერიოდულად სამსახურის თანამშრომლებისგან ანგარიშების მოსმენა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ვიზირება;
ვ) სამეცნიერო/საგრანტო კვლევების და შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) უნივერსიტეტის შიდა საგრანტო კონკურსში წარდგენილი სამეცნიერო- კვლევითი პროექტების
შეფასების მიზნით საგრანტო კომიტეტის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
თ) უნივერსიტეტის საგრანტო პროექტების ფარგლებში მიმდინარე კვლევების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა;
ი) სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით, სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორული ურთიერთობების პროცესების უზრუნველყოფა;
კ) კვლევების შედეგების დანერგვა-გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
ლ) სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისა და ინოვაციური პროექტების განხორციელების მიზნით, ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარება არასაუნივერსიტეტო ცენტრებთან, საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან და ბიზნეს სექტორთან;
მ) კვლევების შედეგების კომერციალიზაციისა და უნივერსიტეტის ბაზაზე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობა;
ნ) უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სამეცნიერო პერიოდული ჟურნალის ბეჭდვითი ვერსიის
აღდგენა/რეორგანიზაციების პროცესში მონაწილეობა;
ო) უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციების/დებატების, სკოლა-სემინარების, საზაფხულო
სკოლების ორგანიზება;
პ) სტუდენტური სამეცნიერო ქსელის განვითარება/გაფართოების პროცესის უზრუნველყოფა;
ჟ) უნივერსიტეტის რექტორისათვის წინადადებების წარდგენა სამსახურის შიდა სტრუქტურის,
შტატების რაოდენობის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური
პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
რ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით, უნივერსიტეტის დებულებით, შიდა
სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) დოქტორის, მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან დოქტორანტი;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების, მასში მიმდინარე პროცესების ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით;
გ) სამეცნიერო კვლევებისა და საგრანტო პროექტების მუშაობის გამოცდილება;
დ) სასურველია ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის ძალიან კარგი უნარები (B1);
ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.
საჭირო უნარები:
ა) გუნდის მართვისა და განვითარების უნარი;
ბ) დელეგირების უნარი;
გ) ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
დ) გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
ე) ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი;
ვ) პროექტების მართვის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** დოკუმენტაციის შესწავლა/გადარჩევა
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: thu-posta@thu.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 03 აპრილი, 18:00 სთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე CV გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ შპს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
|
|
|
|